როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?!-დისკუსია ევროპარლამენტარების მონაწილეობით

12 მაი, 2021

ღია საზოგადოების ფონდების ბრიუსელის და საქართველოს ოფისების ინიციატივით ევროპარლამენტარ პეტრას ოსტრიავიჩუსის პატრონაჟით (ALDE/ლიეტვუა) ჩატარდა ონლაინ დისკუსია „როგორ შეიძლება საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს?! (How Georgia can restore political stability and reform momentum)

დისკუსია დაეყრდნო ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის დოკუმენტსა და მის შემდგომ აღსრულებას. შეხვედრაში მონაწილეობდნენ ევროპარლამენტის წევრები თითქმის ყველა პოლიტიკური ჯგუფიდან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

მთავარი მომხსენებლები იყვნენ ევროკავშირის მედიატორი ქრისტიან დანიელსონი, ევროპარლამენტარები პეტრას აუსტრევიჩიუსი, ანდრიუს კუბილიუსი, ანა ფოტიგა, ღია საზოგადოების ფონდების წარმომადგენლები ქეთი ხუციშვილი საქართველოდან და ისკრა კიროვა ბრიუსელის ოფისიდან. პანელურ დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ შოთა დიღმელაშვილი და ბაკურ კვაშილავა.

ამონარიდები მომხსენებელთა გამოსვლებიდან:

 ქრისტიან დანიელსონი, ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის პირადი წარმომადგენელი

19 აპრილის შეთანხმებით დასრულდა ექვს თვიანი პროცესი და გაჩნდა პოლიტიკური კრიზისის გადაჭრის რეალური შესაძლებლობა. დოკუმენტი მოიცავს არაერთ მნიშვნელოვან წინადადებას, რამაც გრძელვადიანი გავლენა შესაძლოა იქონიოს ქართული დემოკრატიის ჩამოყალიბებაზე. დიდი დრო დაეთმო საარჩევნო რეფორმის საკითხებს, რაც როგორც წარსულში, ისე აწმყოში ერთერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად იკვეთება ქართულ პოლიტიკაში. არანაკლებ მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირების მიმართულებით შემოთავაზებული ნაბიჯები. დემოკრატია არ არსებობს კანონის უზენაესობის მყარი საფუძვლის გარეშე. შეთანხმება კარგი დასაწყისია მართლმსაჯულების რეფორმის პროცესში კიდევ ერთი ნაბიჯის გადასადგმელად. ძალაუფლების დანაწილების მექანიზმების გათვალისწინებით, საქართველოს  აქვს შანსი, პროგრესული საპარლამენტო მოდელი შექმნას. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური აქტორებისთვითვის იმის ახსნა, თუ რა იდგა საფრთხის ქვეშ და რატომ უნდა მომხდარიყო შეთანხმება ახალ დოკუმენტზე. იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, საქართველოს მხრიდან შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება. უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი. ამასთანავე, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს Covid პანდემიის მართვას, ეკონომიკის გაძლიერებას, გარემოსა და კლიმატის ცვლილებისა და ციფრული ტრანსფორმაციის საკითხებს.

პეტრას აუსტრევიჩუსი, ევროპარლამენტის წევრი ლიეტვუადან, განახლებული ევროპის წევრი, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის წევრი

ამ შეხვედრის მიზანია არა საქართველოს კრიტიკა ან ისედაც ცნობილი პრობლემების განხილვა, არამედ დასკვნების გაკეთება, რომ მივიღოთ გაკვეთილი არსებული სიტუაციიდან და მომავალში კონკრეტული ნაბიჯები გადავდგათ. საქართველოს თანამედროვე ისტორიაში ბოლო პერიოდი უკიდურესი პოლიტიკური პოლარიზებითა  და დაძაბულობით ხასიათდება. ფაქტობრივად, ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ ფუნქციონირება შეწყვიტა და საზოგადოების დიდი ნაწილის იმედგაცრუება გამოიწვია. პოლიტიკური კრიზისი პოლიტიკური ხედვის თანახმად უნდა იქნეს გადაწყვეტილი. ამდენად, ძალიან მნიშვნელოვანი იყო ევროკავშირის ეფექტური ჩართვა მედიაციის პროცესში და კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის ჩართულობა მსგავს პროცესში იყო უპრეცედენტო. მეორე მხრივ, ევროკავშირის მონაწილეობა იყო ლოგიკური და პროპორციული იმ ხელშეკრულებების, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს გაფორმებული. ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი რეპუტაციული დარტყმა მიიღო და ახლა ქვეყანამ ხელიდან არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, წარმატებით განახორციელოს შეთანხმება- „სამომავლო გზა საქართველოსთვის.

ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდი

ევროკავშირის ჩართულობამ ცხადად დაგვანახა ევროპული საგარეო პოლიტიკის წარმატება საქართველოში. ამ პროცესში ისიც გამოჩნდა, რომ საქართველოს პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობისთვის მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია ევროკავშირთან ურთიერთობა და ევროინტეგრაციის პროცესი. ისინი  უსმენენ ბრიუსელს და მიუხედავად სირთულეებისა, მაინც მზად არიან კომპრომისისა და კონსენსუსისთვის. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება მედიაციის პროცესში ჩართული არ იყო, თუმცა ეს გასაგებიც არის, რადგან პროცეში ისედაც მრავლად მონაწილეობდნენ პოლიტიკური აქტორები. ახლა ჩვენ უკვე მზად ვართ დოკუმენტის შინაარსში გაცხადებული რეფორმების განხორციელების მონიტორინგისთვის და ამ საქმეს ისეთივე ძალისხმევით უნდა შევუდგეთ, რაც თქვენ გაიღეთ ჩვენი ქვეყნისთვის ამ მომენტამდე. მე მინდა მადლობა გადავუხადო ევროპარლამენტარებს კრიტიკული განცხადებებისთვის, რაც  გვეხმარება, რომ ერთი მხრივ, ხელისუფლება არ აცდეს ევროპის გზას, მეორე მხრივ, პოლიტიკურმა პარტიემა შეასრულონ დადებული პირობა.

შოთა დიღმელაშვილი, მოძრაობა „სირცხვილიას“ ლიდერი

ევროკავშირმა საქართველოს პოლიტიკური სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერის მნიშვნელოვანი მაგალითი აჩვენა, სამწუხაროდ, ნაკლებად გაზიარებული ადგილობრვივი პოლიტიკოსების მხრიდან. ჩნდება კითხვა, რეალურად რამდენად სარწმუნოა ნაბიჯები, რაც კრიზისის გადასაჭრელად გადაიდგა. როგორც პრეზიდენტმა მიშელმა თქვა, ეს შეთანხმება არ არის ფინიშის ხაზი, ეს საწყისი წერტილია. მთავარია, შეთანხება არ დარჩეს ფურცელზე და რეალურად განხორციელდეს.

უნდა არსებობდეს შეთანხმების შესრულების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და ასევე, მოხდეს სათანადო რეაგირება, როცა შეთანხმების სულისკვეთებას საფრთხე დაემუქრება. პასუხი პირველ რიგში რეალურმა გადაწყვეტილების მიმღებებმა უნდა აგონ.

ანდრიუს კუბილიუსი ,  ევროპარლამენტის წევრი ლიეტვუადან, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანავმჯდომარე , ევროპის სახალხო პარტია

შარლ მიშელის მედიაციით მიღებულ დოკუმენტს უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს უფრო დიდი და უფრო ფართო შეთანხმებისკენ, რომელიც ასე ძალიან სჭირდება საქართველოს პოლიტიკურ კლასს. ევროკავშირმა გასაგებ ენაზე უნდა ჩამოაყალიბოს თავის სათქმელი აღმოსავლეთ პარტნიორობის მომავალთან დაკავშირებით და ამ პროგრამის მოწინავე ქვეყნებს გასცეს პასუხი თუ რა არის შემდეგი ნაბიჯი მათი ევროკავშირთან ურთიერთობების პროცესში. მინდა გამოვეხმაურო ოპიზიციის წარმომადგენლების დაკავების ფაქტსაც და აღვნიშნო, რომ სამართლებრივი დევნა ეწინააღმდეგება შარლ მიშელის მედიაციით მიღებული დოკუმენტის ძირითად პრინციპებს და ნაკლებად არის კანონის უზენაესობის პრინციპზე დაფუძნებული.

ბაკურ კვაშილავა, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

კრისტიან დენიელსონის დახმარებით მიღებულმა შეთანხმებამ საქართველოში კრიზისი განმუხტა მაგრამ ის შეიძლება გახდეს უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს დემოკრატიზაციის პროცესს; მართალია საქართველო არჩევითი დემოკრატიის ქვეყანაა მაგრამ ჩვენ თავისუფალი არასოდეს ვყოფილვართ. საბჭოთა კავშირის დაშლიდან დღემდე პოლარიზააცია რჩება საქართველოს დემოკრატიზაციის გზაზე ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან დღემდე საქართველოს ყველა ხელისუფლება პირველ რიგში ცდილობდა გაეკოტროლებინა ხელისუფლების ყველა შტო, მეორე ეტაპი კი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების კონტროლი იყო.

ანა ფოტიგა, ევროპარლამენტი წევრი პოლონეთიდან, საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო  კომიტეტის წევრი, ევროპელ კონსერვატორთა და რეფორმისტთა ჯგუფი

უსაფრთხოების კუთხით არსებული სიტუაცია რეგიონში უფრო და უფრო რთულდება. ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია საქართველოს ყველა ხელისუფლების, მათ შორის არსებული ხელისუფლების მცდელობა, რომ ქვეყანა დაუახლოვოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს;

მიმაჩნია, რომ  ოპოზიციის პარლამენტს მიღმა ყოფნა ხელს უშლის ქვეყნის  დემოკრატიზაციას და საჭიროა, რომ როგორც ოპოზიციამ, ასევე ხელისუფლებამ იზრუნონ ევროკავშირის მედიაციით მიღებული ხელშეკრულების ჯეროვან შესრულებაზე.

მედია ამ თემაზე:

რუსთავი 2 – 12 05 2021 – კურიერი 18:00

მთავარი არხი – 12 05 2021 – მთავარი ამბები 18:00

ტელეკომპანია აჭარა – 12 05 2021 – მთავარი 20:00

რუსთავი 2 – 12 05 2021 – კურიერი 21:00

რუსთავი 2 – 12 05 2021 – კურიერი 18:00

პირველი არხი – 12.05.2021 – მოამბე 21:00

ევრონიუს ჯორჯია- ბაკურ კვაშილავა სტუმრად ევრონიუსის ეთერში


კომერსანტ.ჯი – 12 05 2021 – კრისტიან დანიელსონი – ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე;

ექსპრესნიუს.ჯი – 12 05 2021 – კრისტიან დანიელსონი – უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს „ამნისტიის შესახებ კანონი“ და გაგრძელდეს მუშაობა საარჩევნო რეფორმაზე;

ნიუპოსტს.ჯი – 12 05 2021 – ევროკავშირის დახმარება უპირობო არ იქნება, ის რეფორმებზე იქნება დამოკიდებული – დანიელსონი;

ემსიემ.ჯი – 12 05 2021 – „ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის“ – კრისტიან დანიელსონი;

მედიანიუს.ჯი – 12 05 2021 – უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე – კრისტიან დანიელსონი;

პუბლიკა.ჯი – 12 05 2021 – როგორ შეიძლება, საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს – რას ფიქრობენ ევროპარლამენტარები;

ინფო9 – 12 05 2021 – კრისტიან დანიელსონი – ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე;

ჯიეიჩენ.ჯი – 12 05 2021 – იმისათვის, რომ ევროკავშირმა საქართველოს ნამდვილი მეგობრობა გაუწიოს, შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება – დანიელსონი;

ინტერპრესნიუს.ჯი – 12 05 2021 – ქრისტიან დანიელსონი – ევროკავშირის დახმარება უპირობო არ არის და დაკავშირებულია ადგილზე რეფორმების განხორციელებაში მიღწეულ კონკრეტულ პროგრესზე;

ინტერპრესნიუს.ჯი – 12 05 2021 – კრისტიან დანიელსონი – შეთანხმება უნდა მოხდეს ამნისტიის კანონზე, უნდა მოხდეს მუშაობა საარჩევნო კანონზე, ასევე უნდა განხორციელდეს ამბიციური სასამართლო რეფორმა;

ონ.ჯი – 12.05.2021 – EU-სა და საქართველოს ნამდვილი მეგობრობისთვის შეთანხმების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები გადამწყვეტი იქნება — დანიელსონი;

ფრანთნიუს.ჯი – 12.05.2021 – “უახლოეს მომავალში უნდა შეთანხმდეს ამნისტიის შესახებ კანონი, მუშაობა უნდა გაგრძელდეს საარჩევნო რეფორმაზე”;

პუბლიკა.ჯი – 12.05.2021 – როგორ შეიძლება, საქართველომ აღადგინოს პოლიტიკური სტაბილურობა და შეუდგეს რეფორმებს – რას ფიქრობენ ევროპარლამენტარები;

ნეტგაზეთი.ჯი – 12.05.2021 – ევროკავშირის დახმარება არ არის უპირობო — დანიელსონი