საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საზოგადოებრივი ჯანდაცვის გაუმჯობესებისთვის

4 მარ, 2019

ღია საზოგადოების ფონდი პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად 2018 წლის სექტემბრიდან ახორციელებს საერთაშორისო პროექტს, რომელიც მოიცავს ლათინური ამერიკის, აღმოსავლეთ ევროპის, ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთისა და  ჩრდილოეთ აფრიკის 17 ქვეყანას. პროექტის მიზანია აივ ინფექციის, C ჰეპატიტისა და ტუბერკულოზის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაზრდა და ფინანსური დანაზოგის შექმნა დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე 17 ქვეყანაში.

2019 წლის 20-22 თებერვალს თბილისში საერთაშორისო კონფერენცია ჩატარდა, რომელსაც სამუშაო ხასიათი ჰქონდა. სამი დღის განმავლობაში მონაწილეებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან განსხვავებული გამოცდილებით და სპეციფიკით, ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ ერთმანეთის საქმიანობას, მოესმინათ მოწვეული ექსპერტებისთვის და გაეზიარებინათ საერთაშორისო გამოცდილება. შეხვედრაზე დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა და ერთობლივი კამპანიები, შეფასდა ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობები.

საერთაშორისო კონფერენცია მრავალკომპონენტიანი პროექტის ერთერთი ღონისძიებაა. კონკრეტული რეგიონის და ეროვნული სპეციფიკის გათვალისწინებით პროექტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია მონაცემთა ბაზების შექმნა, ტრენინგებისა და შეხვედრების ორგანიზება, ადვოკატირების და საინფორმაციო კამპანიების ჩატარება.

***

თბილისის საერთაშორისო კონფერენცია ორგანიზაციის ITPC (International Treatment Preparedness Coalition) ინიციატივით და ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით ჩატარდა.