საჯარო დისკუსია ელიმინაცია 2020- საქართველო С ჰეპატიტის გარეშე

7 ნოე, 2017

 

9 ნოემბერს, 19:00 საათზე   ფრონტლაინ კლუბში ჩატარდება  საჯარო დისკუსია “ელიმინაცია 2020 – საქართველო C ჰეპატიტის გარეშე”.

C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამა საქართველოში უკვე 2 წელია მუშაობს. პროგრამის დაწყებიდან ორი წლის შემდეგ, პაციენტები სულ უფრო იშვიათად მიმართვენ კლინიკებს. თუმცა მათი რიცხვი 100 ათასს აჭარბებს.

ინდიგოს #23 ნომერში გამოქვეყნებული სტატია, C ჰეპატიტის პროგრამის დროებით შედეგებს აჯამებს და მნიშვნელოვან საკითხებს წამოჭრის.დისკუსიაზე “ინდიგოს” კითხვებს უპასუხებენ სტუმრები: მაია ბუწაშვილი – ინფექციონისტი, კლინიკა ‘ნეოლაბის’ ერთ-ერთი დირექტორი; თენგიზ ცერცვაძე – ინფექციონისტი, ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალური დირექტორი და კლინიკა ‘ჰეპას’ ხელმძღვანელი. ამირან გამყრელიძე – საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრის გენერალური დირექტორი.

გთხოვთ დაადასტუროთ დასწრება ფეისბუქის გვერდზე.