ოპოზიციური პოლიტიკური ლიდერების სასამართლო პროცესების განახლების შესახებ

2 დეკ, 2020

სახეზე გვაქვს საქმეები, სადაც არ არსებობს არავითარი მტკიცებულება, მაგრამ ადამიანებს ბრალი აქვთ წაყენებული. ამის მაგალითია მელაშვილის და ილიჩოვას საქმე. რაც შეეხება ოპოზიციონერი ლიდერების სასამართლო პროცესების განახლებას, ეს შეიძლება იყოს ინსტრუმენტი მმართველი პარტიის ხელში, რომ მოლაპარაკებებზე ეს გამოიყენოს. ფაქტია, რომ კანონის უზენაესობასთან და მართლმსაჯულებასთან ამ საქმეებს კავშირი არ აქვს. არის ბევრი საქმე, რომელსაც ხელისუფლება თავისი შეხედულებისამებრ ან გადმოიღებს თაროდან ან თაროზე შემოდებს, პოლიტიკური შეხედულებისა და პოლიტიკური შემადგენელის მიხედვით. კანონის უზენაესობა მართალია გულისხმობს, რომ კანონის წინაშე ყველა უნდა იყოს თანასწორი, თუმცა გამორიცხავს იმავდროულად ფორმულას, რომ ზოგიერთები უფრო თანასწორები შეიძლება იყონ. კანონის უზენაესობა ნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში, ყველა საქმეში მართლმსაჯულება იქცევა ერთნაირად, ანუ მიდგომა არის ერთი და იგივე. ჩვენი სერიოზული პრობლემა ის არის, რომ არ გვყავს სასამართლო ხელისუფლება. ესენი არიან ადამიანები, რომელთაც აქვთ გამოკვეთილი პოლიტიკური ინტერესი და იღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რაც მმართველი პოლიტიკური ძალისთვის არის მისაღები“- გიორგი ჩიტიძე, ღია საზოგადოების ფონდის ადამიანის უფლებების პროგრამის მენეჯერი მართლმსაჯულებაში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების შესახებ.