სამეწარმეო ტრენინგები აჭარის რეგიონში

27 სექ, 2022

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ” ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების” (LINKS) ფარგლებში ბათუმში 26-27 სექტემბერს მიმდინარეობს სამეწარმეო ბუთქემფი.

29 დამწყებ ანტრეპრენერს  ოთხი სამიზნე რეგიონიდან (გურია, აჭარა, ქვემო და შიდა ქართლი) ეძლევა შესაძლებლობა მიიღოს რჩევები MIDWORKS-ის ექსპერტებისგან ბიზნეს იდეების დახვეწის, სამიზნე სეგმენტის შერჩევის, მარკეტინგული და გაყიდვების გეგმების, საჭირო რესურსების განსაზღვრისა და ბიზნეს პროექტების პრეზენტაციის (pitching) თაობაზე.

პროექტში ჩართული ახალგაზდები უკვე ერთი წელია მონაწილეობენ სამეწარმეო ტრენინგებში და იძენენ წარმატებული ანტრეპრენერობისათვის საჭირო ცოდნასა და უნარებს,  რაც ადგილებზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

პროექტის შემდეგი ეტაპია საგრანტო კონკურსი სტარტაპებისათვის, რომელიც წლის ბოლოს გამოცხადდება.  კონკურსის ფარგლებში გამოვლინდება 8 გამარჯვებული ბიზნეს პროექტი, რომლებიც 4,000 ევროთი დაფინანსდება.

პროექტი ხორციელდება “საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის” და “საქართველოს გაეროს ასოციაციის მიერ”. პროექტის პარტნიორები არიან “საზოგადოება ბილიკი”, “აჭარის თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი”, “ახალგაზრდა პედაგოგთა კავშირი” და “ახალი აზროვნების ინსტიტუტი”.