სამოქალაქო აქტივისტების უფლებები დაცული უნდა იყოს- არასამთავრობოების ბრიფინგი

11 ნოე, 2021

11 ნოემბერს გამართული უფლებადამცველი ორგანიზაციების  ბრიფინგი ეხება სამოქალაქო აქტივისტების უკანონო დაკავებას, მათ მიმართ განხორციელებულ სამართალწარმოებას და იურიდიული დახმარების გაწევას.

ორგანიზაციების წარმომადგენლებმა ილაპარაკეს  უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში, სამოქალაქო აქტივისტების მიმართ დაწყებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი და სისხლისსამართლებრივი საქმეების სტატისტიკისა და ზოგადი ტენდენციების შესახებ.

უკვე რამდენიმე თვეა ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით 5 არასამთავრობო ორგანიზაცია  ახორციელებს ერთობლივ პროექტს ”იურიდიული დახმარების ქსელი აქტივისტებისათვის“, რომელიც სამოქალაქო აქტივისტების, ასევე ჟურნალისტებს სახელმწიფოს რეპრესიული ღონისძიებებისა და უკანონო დევნისგან იცავს და მათი სამართლებრივი მხარდაჭერას სთავაზობს.

სამართლებრივი დახმარების პროექტში ჩართული ორგანიზაციები არიან „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა“, „უფლებები საქართველო“, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ (ყოფილი EMC), „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „ადამიანის უფლებების ცენტრი“.

ოქტომბრის შუა რიცხვების მდგომარეობით ორგანიზაციებმა იურიდიული დახმარება ჯამში 74 პირს გაუწიეს. აქედან 34 საქმე ეხება 5 ივლისს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და აქტივისტებს, 11 საქმე სუსის უკანონო მოსმენებს, 22 საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს, ხოლო 7 სხვა საკითხებს.

დახმარების საჭიროების შემთხვევაში დარეკეთ ცხელ ხაზზე: 511 139 909

მედია ამ თემაზე:

არასამთავრობო ორგანიზაციები – პოლიციამ დაარღვია 10 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების უფლებები – იკვეთება საპოლიციო იძულების ღონისძიებების დაუსაბუთებლად და არაპროპორციულად გამოყენების ნიშნები – 11/11/2021, ინტერპრესნიუს.ჯი

შეწყვიტეთ რეპრესიული ზომების გამოყენება მშვიდობიანი აქტივისტებისადმი — 5 NGO ხელისუფლებას – 11/11/2021, ნეტგაზეთი.ჯი

პოლიციამ 10 ნოემბერს დაკავებული მოქალაქეების უფლებები დაარღვია — NGO-ები – 11/11/2021, ონ.ჯი