სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ვიზიტი ვაშინგტონში

26 აპრ, 2019

ღია საზოგადოების ფონდის, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს, სამართლიანი არჩევნებისა და ატლანტიკური საბჭოს წარმომადგენლებმა 22-26 აპრილს ვაშინგტონში აშშ-ს მთავრობის წარმომადგენლებთან და საქართველოს საკითხებზე მომუშავე  სენატორებთან და კონგრესმენებთან შეხვედრები გამართეს და მათ საქართველოში მიმდინარე რეფორმების შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ხედვა  გააცნეს.

სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა  შეხვედრებზე  საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობის  ქარტიით განსაზღვრულ სფეროებში განხორციელებული რეფორმების  მონიტორინგის საფუძველზე მომზადებული შეფასება  და რეკომენდაციები წარადგინდეს.

შეხვედრებზე განიხილეს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, უსაფრთხოების სექტორის რეფორმების, საარჩევნო გარემოს, მედიის თავისუფლების და მართლმსაჯულების საკითხები და სამოქალაქო საზოგადოების როლი.

25 აპრილს, ვაშინგტონში საქართველოსადმი მიძღვნილი German Marshall Fund-ის და ატლანტიკური საბჭოს ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიების ერთერთი მომხსენებელი ღია საზოგადოების ფონდის დირექტორი ქეთი ხუციშვილი იყო.

ოთხდღიანი ვიზიტის ფარგლებში 20-მდე შეხვედრა ჩატარდა.