სამუშაო შეხვედრა გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის მე-3 ციკლის ფარგლებში

27 სექ, 2022

26-27 სექტემბერს გაეროს უნივერსალური პერიოდული მიმოხილვის (UPR) მე-3 ციკლის ფარგლებში სამოქალაქო სექტორისა და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებისათვის ორდღიანი სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

UPR Info-ს წარმომადგენლები საქართველოს სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს გაეროს მიერ საქართველოსთვის წარდგენილი რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგის მეთოდოლოგიას უზიარებენ. სამუშაო შეხვედრა რამდენიმე თემატურ მიმართულებას მოიცავს.