კონკურსი ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორის თანამდებობაზე

28 დეკ, 2022

დამსაქმებლის შესახებ:

ღია საზოგადოების ფონდი საქართველოში 1994 წლიდან საქმიანობს და ხელს უწყობს ლიბერალური დემოკრატიისა და ღია საზოგადოების განვითარებას. ფონდი ახორციელებს პროექტებს, რომელთა მიზანიცაა ადამიანის უფლებების დაცვა, სამოქალაქო საზოგადოების განვითარება, მედიის დამოუკიდებლობა, ეთნიკური უმცირესობებისა და მარგინალური ჯგუფების საზოგადოებაში ინტეგრაცია და სოციალური თანასწორობის ხელშეწყობა.  

ფონდი ასევე მნიშნველოვან როლს ასრულებს საქართველოს ევროკავშირში გაწევრების პროცესში, რაც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება ევროკავშირის წინაშე აღებული ვალდებულებების აქტიური მონიტორინგით, რეფორმების დაგეგმვის პროცესში ჩართულობით, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების შესახებ კვლევების მხარდაჭერითა და ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში ადვოკატირებით.

ღია საზოგადოების ფონდი უზრუნველყოფს თანაბარი დასაქმების შესაძლებლობებს. 

 

ვაკანსიის შესახებ:

ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიას. მოცემელი ვაკანსიის ფარგლებში დასაქმებული პირი იმუშავებს ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერის ხელმძღვანელობით. კოორდინატორის უშუალო ფუნცია იქნება გაცემული გრანტების მონიტორინგი, მიმდინარე კვლევების ზედამხედველობა, შიდა პროექტების მართვა, ევროკავშირში საქართველოსთან დაკავშირებული პროცესების მონიტორინგი და ანალიზი. კოორდინატორმა უნდა უზრუნველყოს პროგრამაში არსებული ფინანსური და შინაარსობრივი დოკუმენტაციის ადმინისტრირება.

 

თანამდებობა: პროგრამის კოორდინატორი
ორგანიზაცია: „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“
დასაქმების ადგილი: თბილისი
დასაქმების ხანგრძლივობა: ერთი წელი შესაძლო გაგრძლელების პერსეპქტივით

 

სამუშაო დატვირთვა: 40 საათიანი სამუშაო კვირა ორშაბათიდან – პარასკევის ჩათვლით

ანაზღაურება: ფონდი დასაქმებულს შესთავაზებს კონკურენტულ ხელფასს და სამედიცინო დაზღვავას

 

 ძირითადი მოვალეობები:

  • პროგრამის სტრატეგიის შემუშავებაში ჩართულობა;
  • გამოცხადებული კონკურსების ადმინისტრირება;
  • პროგრამის საექსპერტო კომისიისა და აღმასრულებელი საბჭოსთვის განსახილველი შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება;
  • ელექტრონული აღრიცხვიანობის სისტემაში მუშაობა;
  • ევროინტეგრაციის პროცესის და მიმდინარე ტენდენციების გაცნობა და ანალიზი;
  • ევროინტეგრაციის სფეროში მომუშავე საერთაშორისო და ადგილობრივ დონორ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
  • გრანტის მაძიებელთათვის პერიოდული კონსულტაციის გაწევა;
  • პროგრამის მიზნებიდან გამომდინარე სხვა საქმიანობა.

 

კანდიდატი შეირჩევა შემდეგი საკვალიფიკაციო მოთხოვნების მიხედვით:

  • უმაღლესი განათლება (მაგისტრის წოდება) ევროპათმცოდნეობის და/ან საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში.
  • ევროპის კავშირის ინსტიტუტების მუშაობის შესახებ დეტალური ცოდნა და საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის თემაზე მუშაობის მინიმუმ 10 წლიანი გამოცდილება;
  • დონორ ორგანიზაციებთან მუშაობის მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება ფინანსების მოძიების კუთხით;
  • საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების თემაზე კვლევების წარმოების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • ევროკავშირის ინსტიტუტებსა და წევრ ქვეყნებში ადვოკატირების მინიმუმ 5 წლიანი გამოცდილება;
  • საქართველოში აკრედიტირებული ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლობებთან და ევროინტეგრაციის თემაზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან თანამშრომლობის გამოცდილება;
  • ქართული და ინგლისური ენის უმაღლეს დონეზე (წერილობითი, ზეპირი) ცოდნა; სასურველია ასევე დამატებით კიდევ ერთი ევროკავშირის სამუშაო ენის ცოდნა;
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების (MS word, Excel, Outlook, Prezi) ცოდნა;
  • კვლევის თვისებრივი მეთოდების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების უნარი;
  • საჭიროების შემთხვევაში განსაზღვრულ სამუშაო დროზე მეტი მუშაობისთვის მზაობა;
  • კონფიდენციალურობის დაცვა;
  • სასურველია არასამთავრობო სექტორში მუშაობის გამოცდილება;

 

ანაზღაურება: სახელფასო განაკვეთი განისაზღვრება კვალიფიკაციისა და სამუშო გამოცდილების შესაბამისად.

 

განაცხადის წარდგენა:

განაცხადი უნდა წარმოადგინოთ მხოლოდ ონლაინ ფორმატში ელექტრონული ფოსტის შემდეგ ორ მისამართზე: ;    2023 წლის 13 იანვრის 18:00 საათამდე (თბილისის დროით).

 

განაცხადის პაკეტი უნდა მოიცავდეს შემდეგ დოკუმენტაციას:

  1. სამოტივაციო წერილი ინგლისურ ენაზე (მაქსიმალური მოცულობა A4 ფორმატის ერთი გვერდი);
  2. CV Europass-ის (https://europa.eu/europass/select-language?destination=/node/1) ფორმატში, სადაც სხვა ინფორმაციასთან ერთად მითითებული იქნება წინა სამუშაოების დაწყებისა და დასრულების ზუსტი თარიღები (სხვა ფორმატში წარმოდგენილი CV-ები არ განიხილება);
  3. კითხვარი
  4. ორი რეკომენდატორის (სასურველია, უშუალო ხელმძღვანელი პირების) საკონტაქტო ინფორმაცია (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი – მითითებული უნდა იყოს CV-ში);

თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: “ევროინტეგრაციის პროგრამის კოორდინატორის ვაკანსიისთვის“  –  თქვენი სახელი და გვარი. წერილში ჩაწერეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონი.

 

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია კანდიდატი. არასრულად წარმოდგენილი განაცხადი არ განიხილება.

 

შერჩევის პროცედურა:

კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით. განაცხადებს განიხილავს საკონკურსო კომისია, რომელიც მოამზადებს შერჩეული კანდიდატების სიას.

კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. კონკურსის პირველ ეტაპზე კანდიდატები შეიჩევიან განცხადების განხილვის საფუძველზე. ფონდი დაუკავშრდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

შერჩევის მეორე ეტაპზე გადასული აპლიკანტებს დაევალებათ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ წერით პროცესში. ბოლო ეტაპზე გასულ წარმატებულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრებები.

საბოლოო არჩევანი გაკეთდება ტესტირების და საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

ღია საზოგადოების ფონდში კანდიდატთა შერჩევის პროცესი ხორციელდება დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
ტელ.: 5 77 47 11 63;
ელ.ფოსტა: ;  (წერილი გამოაგზავნეთ ორივე მისამართზე);

საკონტაქტო პირი: თიკო თუშიშვილი.

 

„საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“ მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი“  “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისთვის“ მიწოდებით ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდმა კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა  „საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის“  მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.