საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს პრომო მასალის ბეჭდვაზე

22 ივნ, 2022

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი (OSGF) აცხადებს ტენდერს პროექტის:  „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით და იწვევს შესყიდვით დაინტერესებულ პირებს/კომპანიებს ღია ტენდერში მონაწილეობის მისაღებად.

შესყიდვის  პირობები:

ტენდერის შესყიდვის ობიექტი არის პოლიგრაფიული (ბეჭდური) მომსახურების შესყიდვა.

 

ტენდერით გათვალისწინებულია  შემდეგი პროდუქციის ბეჭდვა:

  • ბლოკნოტი – A5 ზომის ბლოკნოტი, დიზაინის მიხედვით. 60 ფურცლიანი უჯრებიანი ბრენდირებით – 200 ცალი
  • ნაჭრის ჩანთა შავი/თეთრი – დიზაინის შესაბამისად,  ზომა 26*40*10.5 სმ – 100 ცალი
  • კალამი – ლურჯი ფერის, თეთრი მეტალის კალამი სამაგრთან ბრენდირებით. დიზაინის მიხედვით – 200 ცალი
  • ბანერი დიზაინით დასადგამი – 14 ცალი
  • ბანერი დიზაინით დასაკიდი -14 ცალი
  • ფინჯანი კერამიკის, თეთრი, დიზაინით – 100 ცალი
  • ფანქარი შავი, დიზაინით – 100 ცალი
  • თერმო ჭიქა, შავი, დიზაინით – 50 ცალი
  • მეხსიერების ბარათი/ფლეშკა, თეთრი ან შავი, 16 GB, დიზაინით -100 ცალი
  • დროშა თეთრი სამაგიდო, 15/23 ზომით, დიზაინით
  • დასაკრავი სტიკერები, 7X10, დიზაინით – 15 ცალი
  • სავიზიტო ბარათები დიზაინით – 3500 ცალი
  • კედლის საათი, დიზაინით – 14 ცალი
  • სამაგიდო 2023-2024 წლის კალენდარი, დიზაინით – 200 ცალი
  • A4 ზომის ბლანკი, ორ ფერში დიზაინით – 200 ცალი 

ტენდერში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება:

სატენდერო ბიუჯეტი: ევროკავშირის პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით. შესაბამისად, აღნიშნული ტენდერის ფარგლებში მოთხოვნილი მომსახურების თანხა გათავისუფლებულია დღგ-ს გადასახადისგან და არ უნდა მოიცავდეს დღგ-ს.

გადახდის ფორმა: უნაღდო ანგარიშსწორება. გადარიცხვა მოხდება მომსახურების სრულად და ხარისხიანად მიღების შემდეგ.

ტენდერში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირმა უნდა უზრუნველყოს შეთანხმებულ ვადებში საჭირო ფინანსური დოკუმენტაციის (ინვოისი, ჩეკი, ფაქტურა და ა.შ.) წარმოდგენა.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. განაცხადი (თავფურცელი, მოკლე აღწერა, რომელიც მოიცავს ბიუჯეტს/ ხარჯთაღრიცხვას;
  2. წინადადება, დამზადებული პროდუქციის ფოტოები, ხელმძღვანელის სახელი, გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო კოდი, საბანკო რეკვიზიტები, ბეჭედი, თარიღი);
  3. განმცხადებლის გამოცდილება;

მონაწილეობის პირობები: ტენდერში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ. რელევანტური გამოცდილების მქონე იურიდიულ პირს. მოთხოვნილი დოკუმენტების არასრულად წარმოდგენის შემთხვევაში, აპლიკაცია არ განიხილება.

სატენდერო კომიტეტი განიხილავს და შეარჩევს წარმოდგენილ ყველა სატენდერო წინადადებას ქვემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების გათვალისწინებით:

  • ფასი
  • პროდუქციის ხარისხი
  • მოწოდების/დამზადების ვადები
  • იურიდიული პირის გამოცდილება

შემსყიდველი იტოვებს უფლებას მოკლე სიაში (short listed) შერჩეული იურიდიული პირებისგან მოითხოვოს ნებისმიერი მასალის დაბეჭდილი სრულყოფილი ნიმუშ(ებ)ის წარმოდგენა –  წარმოების ხარისხის შესაფასებლად, საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

შემსყიდველი იტოვებს უფლებას შეარჩიოს ერთი ან რამდენიმე მომწოდებელი ერთად და შეკვეთის გაგზავნა განახორციელოს შესაკვეთ ტირაჟზე ყველაზე დაბალი ფასის ან/და  დამზადების ვადების მქონე პირთან/კომპანიასთან (შემსყიდველის პრიორიტეტის მიხედვით).

ტენდერის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი გამოგზავნილ უნდა იყოს   2022 წლის 12 ივლისის, 18:00 საათისთვის.

ელფოსტაზე გადმოგზავნილ განაცხადში გთხოვთ მიუთითოთ „ტენდერი პრომო მასალის ბეჭდვაზე”.

პროგრამა/მიმართულება: საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა

საკონტაქტო პირი:  მარი ჩოხელი .

ტენდერი ცხადდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული ორგანიზაციების გაძლიერება საქართველოში უსაფრთხო, დაცული და ანგარიშვალდებული საზოგადოების უზრუნველყოფის მიზნით“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.