საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს სამეწარმეო განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის

30 ივლ, 2021

 

ტენდერი ცხადდება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის  „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების  უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით.

ტენდერის მიზანი: მეწარმეობისათვის აუცილებელი ძირითადი უნარებისა და საგანმანათლებლო რესურსების განვითარება, რაც ხელს შეუწყობს ოთხი სამიზნე რეგიონის ახალგაზრდების სამეწარმეო საქმიანობაში ჩართულობასა და ეკონომიკის პროდუქტიულ სექტორებში დასაქმებას.

აქტივობის სამიზნე ჯგუფები: პროექტის 13 პარტნიორი პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლები, სტუდენტები და პროექტის ბენეფიციარი ახალგაზრდები.

ტენდერში მონაწილეობის მიღებით დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა უნდა უზრუნველყონ შემდეგი საქმიანობების წარმატებით განხორციელება:

  • მეწარმეობის დამხმარე სახელმძღვანელოს შემუშავება/განახლება პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლების აქტიური ჩართულობით.
  • მეწარმეობის სახელმძღვანელო ძირითად თემატიკასთან ერთად უნდა ფარავდეს ისეთ საკითხებს, როგორიცაა ციფრული ტექნოლოგიები, სოციალური პასუხისმგებლობა, გამჭოლი კომპეტენციები, სოციალური მეწარმეობა და პროფესიული განათლების როლი სოციალური მეწარმეობის განვითარებაში.
  • სემინარების ჩატარება პარტნიორი პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლებისთვის სწავლების მეთოდებსა და დამხმარე სახელმძღვანელოს გამოყენებით სწავლების ეფექტურობის გაზრდაზე.
  • პროექტის ოთხ სამიზნე რეგიონში კონკურსის საფუძველზე შერჩეული ახალგაზრდა ბენეფიციარებისათვის ტრენინგების ჩატარება მეწარმეობაში  (ორგანიზაციული, ფინანსური, საგადასახადო, მარკეტინგული და საკანონმდებლო მიმართულებით).

 

განხორციელების პერიოდი:                      2021 წლის 16 ოქტომბერი- 2023 წლის 16 აპრილი

სახელმძღვანელოს მომზადება/განახლება:       2021 წლის 16 ოქტომბერი-2021 წლის 16 იანვარი

ტრენინგები და სემინარები:                                 2022 წლის 16 თებერვალი-2023 წლის 16 აპრილი

 

მონაწილეობის პირობები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, საკონსულტაციო ფირმებს და დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებს,  რომლებიც დარეგისტრირებული არიან და საქმიანობენ საქართველოში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა განათლების საკითხებზე, თემატური ტრენინგ პროგრამების მომზადებისა და ადამიანური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაძლიერებაზე მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.

ტენდერში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება განსახორციელებელი:

  • ელექტრონული სახელმძღვანელოს მომზადება ქართულ ენაზე დამკვეთის მიერ მიცემული დავალების შესაბამისად;
  • სახელმძღვანელოების რედაქტირება;
  • სემინარების დაგეგვმა, ორგანიზება და განხორციელება პარტნიორი პროფესიული სასწავლებლის მასწავლებლებისათვის;
  • ტრენინგ მასალების მომზადება;
  • ტრენინგ მასალების თარგმნა;
  • ტრენინგების/სემინარების (სულ 120 დღე, თითო რეგიონში – 4 ტრენინგი და 1 სემინარი) ჩატარება ოთხ რეგიონში;
  • ტრენინგ-სემინარების შეფასება;
  • განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

სატენდერო წინადადებაში გაითვალისწინებული უნდა იქნას საქართველოში კოვიდ-19-ის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით არსებული რეკომენდაციები.

სატენდერო ბიუჯეტი:  პროექტის ბიუჯეტი არ უნდა აღემატებოდეს 23,000 ევროს

(მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოს მომზადება 5,000 ევრო, ხოლო ტრენინგები და სემინარები 18, 000 ევრო). პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. საპროექტო განაცხადი (შევსებული სააპლიკაციო ფორმა https://csf.ge/grants/apply/)
  2. გამოქვეყნებული ნაშრომის ნიმუში
  3. ტრენინგ-პროგრამის მოკლე აღწერა
  4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება განმცხადებლის გამოცდილებას, შემოთავაზებული ტრენინგ-პროგრამის ინოვაციურობასა და პრაქტიკული გამოყენების შესაძლებლობას.

ტენდერის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი ატვირთული უნდა იყოს ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე www.csf.ge  2021 წლის 2 სექტემბრის 18:00 საათისთვის.

განაცხადის ფორმაში, გთხოვთ მონიშნეთ „კონკურსის ფარგლებში“, კონკურსის სახელწოდების გრაფაში გთხოვთ მიუთითოთ „ტენდერი სამეწარმეო განათლების განვითარების ხელშეწყობისათვის”.

პროგრამა/მიმართულება: ეროვნული ინტეგრაციის პროგრამა

საკონტაქტო პირი:  მარიამ პაპოშვილი   599726388

ტენდერი ცხადდება საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.