საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ტენდერს სასაუბრო ინგლისური ენის სასწავლო კურსებისათვის

19 მარ, 2021

 

ტენდერი ცხადდება პროექტ „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ (LINKS) ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის დაფინანსებით საქართველოს გაეროს ასოციაციისა (UNAG) და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) მიერ საქართველოს ოთხ რეგიონში: აჭარა, გურია, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი. პროექტის მიზანია: დასაქმების ხელშემწყობი პლატფორმებისა და რესურსების უზრუნველყოფა, ცოდნისა და უნარების განვითარება და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან შესაბამისობის გაზრდა, დასაქმების შესაძლებლობების გაფართოება ხარისხიან განათლებაზე ხელმისაწვდომობის გზით. ინვესტირება ზოგად უნარებში პროფესიულ უნარებთან ერთად, უზრუნველყოფს ხარისხიან განათლებას. ამ უნარებიდან ერთერთი მნიშვნელოვანი ინგლისური ენის ცოდნაა, რაც 30 წლამდე ახალგაზრდებს დასაქმებაში უწყობს ხელს.

ტენდერის მიზანია: ოთხ სამიზნე რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების შრომის ბაზარზე მოთხოვნადი ცოდნითა და უნარებით აღჭურვა, მათ შორის სასაუბრო ინგლისურის ცოდნის გაუმჯობესება, რაც მათ დაეხმარებათ ვაჭრობის, ტურიზმის, ტრანსპორტისა და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში დასაქმებაში.

ტენდერით გათვალისწინებულია ინტერაქტიული სასწავლო კურსების ჩატარება საქართველოს ოთხი რეგიონის: აჭარის, გურიის, შიდა ქართლის და ქვემო ქართლის ახალგაზრდებისათვის. რეგიონული LINKS ცენტრები პროვაიდერს დახმარებას გაუწევენ მონაწილეების შერჩევაში, სივრცით უზრუნველყოფენ, განახორციელებენ საქმიანობის კოორდინაციას, შეაგროვებენ მონაცემებს და მონიტორინგს გაუწევენ სასწავლო პროცესს.

განხორციელების პერიოდი: 2021 წლის ივლისი – 2023 წლის მაისი

პანდემიასთან დაკავშირებული გამოწვევებიდან გამომდინარე შესაძლოა სასწავლო პროცესის ონლაინ რეჟიმში ჩატარება.

მონაწილეობის პირობები: ტენდერში მონაწილეობა შეუძლიათ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფებს, საგანმანათლებლო ორგანიზაციებს, რომლებიც დარეგისტრირებული არიან და საქმიანობენ საქართველოში. ტენდერში მონაწილეობის მისაღებად სავალდებულოა განათლების საკითხებზე, ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამების მომზადებისა და განხორციელების მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება. განაცხადის წარმოდგენა შესაძლებელია, როგორც ზემოთ აღნიშნული ოთხივე რეგიონისთვის, ისე ერთი ან რამდენიმე რეგიონისთვის.

ტენდერში გამარჯვებულს შემდეგი ამოცანები ექნება:

  • მაქსიმალურად მოქნილი სასწავლო პროგრამის შემუშავება, რომელიც მორგებული იქნება მონაწილეთა განსხვავებული ცოდნის დონეზე, უნარებსა და საჭიროებებზე;
  • სწრაფ და გაზომვად შედეგებზე ორიენტირება;
  • სასწავლო მასალების მომზადება;
  • სასწავლო კურსების განხორციელება 2021 წლის ივლისი-2023 წლის მაისის პერიოდში (სულ 12 კურსი, თითო რეგიონში 3 (საშუალოდ 30 დღე) კურსი, თითოეულ კურსზე მაქსიმუმ 25 მონაწილე);
  • შედეგების შეფასება;
  • განხორციელებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის მომზადება.

სატენდერო ბიუჯეტი: ბიუჯეტი ოთხივე რეგიონისათვის არ უნდა აღემატებოდეს 18,000 ევროს. შესაბამისად თითო რეგიონისთვის ბიუჯეტი შეადგენს 4,500 ევროს. თუ განმცხადებელი განაცხადს ერთ ან რამდენიმე რეგიონზე წარმოადგენს, ბიუჯეტიც პროპორციულად უნდა იქნას გაანგარიშებული. პროექტის ბიუჯეტით გათვალისწინებული აქტივობების ფარგლებში საქონლის მიწოდება ან/და მომსახურების გაწევა გათავისუფლებულია დღგ-საგან საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-5 ნაწილით.

ტენდერში მონაწილეობის მსურველმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  1. სატენდერო განაცხადი (შევსებული სააპლიკაციო ფორმა)
  2. სასწავლო მასალების ნიმუშები
  3. სასწავლო კურსის მოკლე აღწერა
  4. ორი რეკომენდატორის საკონტაქტო ინფორმაცია.

შეფასების კრიტერიუმებს შორის იქნება განმცხადებლის წარსული გამოცდილება, სასწავლო პროგრამის ინოვაციურობა, ენის შესწავლის სწრაფი და ეფექტური მეთოდოლოგია, ინსტიტუციური და ადამიანურ შესაძლებლობები და ბიუჯეტის ხარჯთეფექტურობა. შერჩევისას უპირატესობა მიენიჭება ადგილობრივ ორგანიზაციებს.

ტენდერის ფარგლებში ფონდში შემოსული ყველა განაცხადი ატვირთული უნდა იყოს ღია საზოგადოების ფონდის ვებგვერდზე www.osgf.ge 2021 წლის 20 აპრილის 18:00 საათისთვის. სააპლიკაციო ფორმაში, გთხოვთ მონიშნეთ „კონკურსის ფარგლებში“, კონკურსის სახელწოდების გრაფაში მიუთითეთ „ტენდერი სასაუბრო ინგლისური ენის სასწავლო კურსებისათვის“

საკონტაქტო პირი: მარიამ პაპოშვილი mariami.paposhvili@osgf.ge; 599726388 .

ტენდერი ცხადდება ღია საზოგადოების ფონდის მიერ პროექტის „ცოდნისა და უნარების განვითარების ქსელებისა და პლატფორმების გაძლიერება“ ფარგლებში, რომელიც ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით. ტენდერის ჩატარებაზე, სატენდერო ტექსტის შინაარსზე და შერჩევის პროცესზე სრულად პასუხისმგებელია ღია საზოგადოების ფონდი და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.