საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი კონკურსს აცხადებს

16 მაი, 2023

ღია საზოგადოების ფონდი USAID/IREX მედიაპროგრამასთან ერთად აცხადებს კონკურსს საქართველოს ორ რეგიონში, აჭარასა და იმერეთში, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ადვოკატირების პროექტებისათვის. ადვოკატირება გულისხმობს მედიის უფლებების დამცველი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მედიასაშუალებების თანამშრომლობას სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ რეგიონული კამპანიის ჩატარების მიზნით. ადვოკატირების კონკრეტულ თემებს არჩევენ ადგილობრივი მედიასაშუალებები და არასამთავრობო ორგანიზაციები თუ საინიციატივო ჯგუფები.

არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაცია მიუთითებს, რომ მედიისა და ჟურნალისტების უფლებების დარღვევა საქართველოში კვლავ მწვავე პრობლემად რჩება, გართულდა საჯარო ინფორმაციის მიღება სახელმწიფო უწყებებიდან,  შეინიშნება მედიაკანონმდებლობის გაუარესების ტენდენცია. ამავე დროს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად წაყენებული 12 მოთხოვნის მე-7 პუნქტი, რომელიც მედიის თავისუფლებას ეხება, ჯერ კიდევ შესასრულებელია.

საგრანტო კონკურსი მიზნად ისახავს ადგილობრივი საზოგადოების სათანადოდ ინფორმირებას მედიის თავისუფლების საკითხებზე, მედიის გამოწვევებსა და გამოხატვის თავისუფლების სიკეთეებზე, ასევე ევროკავშირის რეკომენდაციების მე-7-ე პუნქტის შესრულების მნიშვნელობაზე.

საკონკურსო პროექტის მაქსიმალური ბიუჯეტი შეადგენს 20 000 აშშ დოლარს. დაფინანსდება ორი პროექტი, ერთი აჭარაში და მეორე იმერეთში, რომლებიც გულისხმობს როგორც შესაბამისი კონტენტის შექმნასა და გავრცელებას მედიასა თუ სოციალურ ქსელებში, ასევე შეხვედრების ციკლს ადგილობრივ აქტივისტებთან და სტუდენტებთან, და სხვა შესაძლო აქტივობებს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში  განაცხადები მიიღება  აჭარასა და იმერეთში მომუშავე მედიისა და ასევე არასამთავრობო თუ სათემო ორგანიზაციებისა და აქტივისტებისაგან. კონკურსის ფარგლებში შეირჩევა ორი პროექტი.

პროექტის სავარუდო ხანგრძლივობა: 4 თვე

საკონსულტაციო შეხვედრა: კონკურსის შესახებ საკონსულტაციო შეხვედრას ღია საზოგაოდების ფონდის მედიაპროგრამა ჩაატარებს 24 მაისს, 11:00 სთ-ზე ონლაინ. მონაწილეობის მსურველები დაუკავშირდით ირინე ჯავახიძეს  არაუგვიანეს 22 მაისის 18:00 საათისა.

განაცხადების მიღება: მსურველებს გთხოვთ,  გამოაგზავნოთ შევსებული განაცხადი ელექტრონულ მისამართზე: და იმავე განაცხადის ელექტრონული ვერსია ატვირთოთ ფონდის საიტზე https://csf.ge/grants/apply/ მედიის მხარდაჭერის პროგრამა

განაცხადების წარმოდგენის ბოლო ვადა: 2023 წლის  14 ივნისი,  15:00 საათი

გთხოვთ გაითვალისწინოთ:  ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს

საკონკურსო განაცხადი შეფასდება შემდეგი კრიტერიუმებით: შერჩეული საკითხების აქტუალურობა, სამიზნე აუდიტორია, ბიუჯეტის ეფექტურობა, ორგანიზაციის/ების შესაძლებლობები