საქველმოქმედო აუქციონი ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერად

22 სექ, 2017

20 სექტემბერს სასტუმრო “რუმსის” ეზოში ბავშვთა ჰოსპისის მხარდასაჭერი საქველმოქმედო აუქციონი ჩატარდა. აუქციონის შედეგად 30 950 $ და 13 000ლარი (500 ლარი თითოელ ლოტზე საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაემატება) შეგროვდა.

ჰოსპისის პროექტის შესახებ თანამშრომლობის მემორანდუმი 2015 წლის ივნისში გაფორმდა. მშენებლობა 2016 წლის თებერვალში დაიწყო. ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოსთან” ერთად პროექტის პირველი მხარდამჭერები იყვნენ სამედიცინო კორპორაცია “ევექსი”, რომელმაც ჰოსპისს მიწა გადასცა სოფელ დიღომში და საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც მშენებლობის დასაწყებად 100 000 ლარი გამოყო.

ჰოსპისის მხარდამჭერთა მცირე ჯგუფს წლის მანძილზე ასობით ადამიანი შეუერთდა. “ჰოსპისის დახმარების მსურველები თავად გვიკავშირდებოდნენ, შემოწირულობები 1 ლარიდან იწყებოდა. ამ პერიოდის განმავლობაში, ჩვენ ვნახეთ თანხის მობილიზების მრავალფეროვანი და შემოქმედებითი ინიციატივები მოქალაქეებისგან, ბიზნესკომპანიებისგან, ხელოვანი ადამიანებისგან, რომელთა ძალიან დიდი წვლილია იმაში, რომ ჰოსპისის დასახმარებლად 1 მილიონ ლარზე მეტი შეგროვდა და შედეგად, იანვარში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, შეიძლება ითქვას ჩვენს რეგიონში და აღმოსავლეთ ევროპაში სამაგალითო ჰოსპისი გავხსენით. აქ ბავშვები და მათი მშობლები თავს ბედნიერად გრძნობენ, თუ შეიძლება ასე ითქვას მათი დაავადების პირობებში.”- ამბობს ქეთი ხუციშვილი, ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორი.

###

ფონდისა და ჰოსპისის სახელით მადლობას ვუხდით პირველ ლედის და საქართველოს პრეზიდენტს,  სასტუმრო “რუმსს” საღამოს მასპინძლობისათვის და მხატვრებს:  ნიკო ცეცხლაძეს, ზურა გომელაურს, მაკა ჯებირაშვილს, თიკა ჩხიკვიშვილს, თუთუ კილაძეს, გიკა მირზაშვილს, ოლეგ ტიმჩენკოს, ნინიკო მორბედაძეს, ანტონ ბალანჩივაძეს, ვახო ბუღაძეს, პაპუნა პაპასკირს, მაკა ბატიაშვილს, მიშა გოგრიჭიანს, ლევან ხარანაულს, ლევან ხეჩუაშვილს, მიშიკო შენგელიას, ნინო ფერაძეს, ანა ნიშნიანიძეს, როკო ირემაშვილს, და პირველ ლედის, მაკა ჩიჩუას.

ფოტოგალერეა ფეისბუქის გვერდზე.