პრობლემური ინფრასტრუქტურული პროექტები და სავარაუდო კორუფციული გარიგებები ადგილობრივ თვითმმართველობებში

24 დეკ, 2019

წარმოდგენილი კვლევა საქართველოს რეგიონებში 2014-2018 წლებში მიმდინარე ინფრასტურუქტურულ  პროექტებს ეხება. საქართველოს 16 მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტებზე 180 მილიონი ლარი დაიხარჯა.

კვლევის საწყის ეტაპზე აქცენტი პრობლემურ პროექტებზე გაკეთდა.  ოცდაათი პროექტის შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ  8  დასრულებულია, მაგრამ არ მუშაობს; 16 დასრულდა, მაგრამ თავიდან გასაკეთებელია; ხოლო 6 საერთოდ არ შესრულებულა.

სახელმწიფოს მიერ შეუსრულებელი ვალდებულები, პროექტისთვის გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივად ხარჯვა, სამოხელეო დანაშაული და სავარაუდო კორუფციული გარიგებები შესწავლის პროცესში გამოვლენილი მთავარი პრობლემებია, რომელიც შემდეგი ტენდენციებით ხასიათდება:

  • საბიუჯეტო თანხა დახარჯულია, პროექტი შეუსრულებელი ან უხარისხოდ არის შესრულებულია;
  • ხშირ შემთხვევაში, ტენდერი რამდენჯერმეა გამოცხადებული;
  • სატენდერო ხელშეკრულებაში გზადაგზა ბევრი ცვლილებაა შეტანილი და გაზრდილია პროექტების ღირებულება;
  • მიღება-ჩაბარების აქტსა და შესრულებულ სამუშაოებს შორის სხვაობაა;
  • სამუშაოების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებელი პირი პრაქტიკულად არ არსებობს;
  • შეუსრულებელ სამუშაოებზე ახალი ტენდერები ადგილობრივ თვითმმართველობებს ჩამოერთვა და გადაეცა მუნიციპალური განვითარების ფონდს (მგფ).

სამუშაოების შეუსრულებლობის ან უხარისხოდ შესრულების ძირითად მიზეზებად სახელდება:

  • დაგეგმვის და დაპროექტების პრობლემა;
  • სამუშაოების არათანმიმდევრული შესრულება;
  • არაკეთილსინდისიერი კომპანიები;
  • პასუხიმგებელი პირების არგამოვლენა და დაუსჯელობა;
  • კომპეტენციის დაბალი დონე;
  • სამუშაოების დაბალი ფასი;
  • არაკეთილსინდისიერი საჯარო მოხელეები და მაკონტროლებლები;
  • შესყიდვების სისტემის გაუმართაობა;
  • კორუფცია პასუხისმგებელ რგოლებში – ადგილებზე და ცენტრში.

შესწავლიალია:  კახეთი, მცხეთა-მთიანეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, გურია, სამეგრელო, რაჭა-ლეჩხუმი, აჭარა.

კვლევა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ და  TSpress.ge-მა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარეს. კვლევის მიმდინარეობის პროცესში ეტაპობრივად გამოქვეყნდა 17 ჟურნალისტური გამოძიების შედეგი.

კვლევა გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება „აი, ფაქტმა“ და  TSpress.ge-მა საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ჩაატარეს. კვლევის მიმდინარეობის პროცესში ეტაპობრივად გამოქვეყნდა 17 ჟურნალისტური გამოძიების შედეგი.

ვითარება რეგიონების მიხედვით

 

ნახეთ პრეზენტაცია

ინფრასტრუქტურული პროექტების შესწავლა რეგიონებში by OSGF on Scribd