საზოგადოებრივი მაუწყებელი ღია საზოგადოების ფონდს კვლევის შედეგების დამალვაში ადანაშაულებს

3 აპრ, 2019

3 აპრილს,   ღია საზოგადოების ფონდისა და საერთაშორისო ორგანიზაცია IDEA ერთობლივი პროექტის ფარგლებში კავკასიური რესურსების კვლევითი ცენტრმა (CRRC) სასტუმრო “რუმსში” კვლევა წარმოადგინა, რომლის შედეგად 2018 წლის 18-27 ნოემბერს 1786 რესპონდენტი გამოიკითხა.

სოციოლოგიური კვლევის მიზანი იყო მოსახლეობის განწყობის შესწავლა სახელმწიფო უწყებების, პოლიტიკური პარტიების, კორუფციის, მედიის, სოციალური სამართლიანობის, რელიგიური გაერთიანებების, მედიის და სხვა საკითხების მიმართ. მოსახლეობის გამოკითხვის 3 აპრილს გამოქვეყნებული მონაცემები საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობის შეფასების მოცულობითი კვლევის ნაწილია, რომელიც 2019 წლის გაზაფხულის ბოლოს გამოქვეყნდება და ანალიზსაც მოიცავს. ამ გამოკითხვის გარდა, საქართველოს დემოკრატიის მდგომარეობა შეფასება დაეყრდნობა წინასწარ განსაზღვრული კითხვარის და 10-მდე ფოკუს ჯგუფის შედეგებს და სხვა წყაროებს.

სასტუმრო „რუმსში“ გამართულ კვლევის პრეზენტაციაზე კვლევითი ორგანიზაციის წარმომადგენელმა სხვადასხვა სფეროების შესახებ კვლევის მიგნებები წარმოადგინა სლაიდების სახით, სადაც ორმოცდაცხრა სლაიდიდან ორი ეხებოდა მოსახლეობის განწყობას საზოგადოებრივი მაუწყებლის მიმართ. საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომლის ჟურნალისტი გაშუქების მიზნით ესწრებოდა ღონისძიებას ბრალს სდებს ღია საზოგადოების ფონდს საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებული მონაცემების დამალვაში, მაშინ, როდესაც კვლევის მიგნებები საჯაროდ იყო წარმოდგენილი და საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტმა, ისევე როგორც საზოგადოების სხვა ნაწილმა, ამის შესახებ სწორედ პრეზენტაციაზე შეიტყო.

მოამბე, 21:00 საათზე, 3 აპრილი, 2019

მოამბე, 15:00 საათზე, 3 აპრილი, 2019

ჟურნალისტის პირდაპირი ჩართვა 12:00 საათიან “მოამბე”-ში.