"ტრავმის ფაქტორი"-საინფორმაციო შეხვედრა ჟურნალისტებისთვის

8 ოქტ, 2019

დართ ცენტრის ვორქშოპი “ტრავმის ფაქტორი”

11 ოქტომბერს, პარასკევს, 1 საათზე, ფრონტლაინ საქართველოში (ლადო ასათიანის 62) ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით საქართველოს ფსიქოტრავმის საზოგადოება,  „ღია“ მოძრაობა ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის და დართ ცენტრი  ჩაატარებენ შეხვედრას “ტრავმის ფაქტორი”.

დარტ ცენტრი რესურს ცენტრია ტრავმის, ძალადობის, კონფლიქტისა და ტრაგიკული მოვლენების თემაზე მომუშავე ჟურნალისტებისათვის. ცენტრს ტრავმული ისტორიების გაშუქების დიდი გამოცდილება აქვს.

ჟურნალისტისთვის საკმაოდ რთულია ტრავმის, ინტერპერსონალური ძალადობისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ადამიანებთან მუშაობა. საქმე სოციალურ უნარებს, მგრძნობიარობასა და საკუთარ თავზე ზრუნვას მოითხოვს.

ეს ღონისძიება – ნაწილობრივ ვორქშოფია, ნაწილობრივ – კონტაქტების დამყარებისა და კოლეგებთან აზრთა გაცვლა-გამოცვლის საშუალება.

ღონისძიების მოდერატორია ჯანა ჯავახიშვილი, ევროპის ტრავმული სტრესის კვლევის საზოგადოების პრეზიდენტი და კავკასიის დარტ ცენტრის წარმომადგენელი.

დაგვიდასტურეთ მონაწილეობა ფეისბუქზე.