შეხვედრა პიტერ პომერანცევთან

10 მარ, 2017

პიტერ პომერანცევის წიგნი  „არაფერია ნამდვილი და ყველაფერი შესაძლებელია: მოგზაურობა თანამედროვე რუსეთში” ქართული თარგმანი ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით   „რადარამმა” გამოსცა.

2017 წლის 6 მარტს, საქართველოს თავად პომერანცევი ესტუმრა. ქართველ მკითხველს მასთან პირისპირ გასაუბრების შესაძლებლობა ჰქონდა. ავტორმა პრეზენტაციაზე წიგნიდან ამონარიდები წაიკითხა, ისაუბრა მომძლავრებულ რუსულ პროპაგანდაზე და მის  გავლენაზე დღევანდელ  მსოფლიოზე, კრემლის მიერ გამოყენებულ სხვადასხვა ხერხებზე, თანამედროვე რუსეთის ალტერნატიულ რეალობაზე და მის შემოქმედებზე და ა.შ

წიგნის ორიგინალი 2014 წელს გამოიცა.


პიტერ პომერანცევი
ბრიტანელი ჟურნალისტი, ავტორი და ტელეპროდიუსერია. იგი 1977 წელს კიევში დაიბადა; მისი დაბადების შემდეგ მშობლები მალევე გერმანიაში გადასახლდნენ, ხოლო მოგვიანებით ლონდონსა და მიუნხენში ცხოვრობდნენ. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ, პიტერი რუსეთში გაემგზავრა, სადაც ცხრა წლის განმავლობაში სატელევიოზი არხ „ტნტ”-ში იმუშავა. 2010 წელს პომერანცევი ლონდონში დაბრუნდა. 2013 წლიდან ის აქტიურად წერს და მუშაობს რუსულ პროპაგანდაზე, აქვეყნებს სტატიებს ცნობილ ჟურნალებსა და ფლატფორმებზე, როგორიცაა: Financial Times, NewYorker.com, Wall Street Journal, Foreign Policy, Daily Beast, Newsweek, Atlanic Montly.