შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა

27 მარ, 2018

საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამა აცხადებს საგრანტო კონკურსს კვლევითი ორგანიზაციებისათვის.

კონკურსის მიზანია „ შეზღუდული შესაძლებლობის (მენტალური და ფიზიკური) მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების შესაძლებლობების კვლევა , რომელშიც მონაწილეობის მიღება შეუძლიათ კვლევით ორგანიზაციებს.

კონკურსის ფარგლებში უნდა მომზადდეს დოკუმენტი, რომელიც შეაფასებს ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა საკითხებზე (მენტალური და ფიზიკური) მომუშავე ორგანიზაციების განვითარების დონეს.

კვლევის ამოცანა ქვეყნის მასშტაბით შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების საქმიანობის და განვითარების მდგომარეობის სურათის ასახვა და სხვადასხვა (მათ შორის რეგიონების) თვალსაზრისით გაანალიზებაა.

ორგანიზაციული შესაძლებლობების კვლევა უნდა განხორციელდეს შემდეგი მიმართულებით:

1. საქმიანობის სფერო;

2. მისია და სტრატეგია;

3. ადამიანური რესურსები (მუდმივი თანამშრომლები და კონსულტანტები);

4. გარე ურთიერთობები;

5. ორგანიზაციის განვითარების გეგმა;

6. ოპერაციული პროცესები;

7. მატერიალურ-ტექნიკური ბაზა;

8. ფინანსური რესურსები;

9. განხორციელებული პროექტები და მათი ეფექტურობა;

10. აქტივიზმის და ჩართულობის ხარისხი შშმ პირთა ადვოკატირების საკითხებზე.

ფონდი დააფინანსებს ერთ საუკეთესო პროექტს;

საბოლოო კვლევა მომზადებული უნდა იყოს როგორც ქართულ, ასევე ინგლისურ ენაზე.

კონკურსის პირობები:

პროექტი გათვლილი უნდა იყოს მაქსიმუმ ექვს თვეზე. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6000 აშშ დოლარს. დასაშვებია პროექტის თანადაფინანსება სხვა წყაროდან. თანადაფინანსების დამადასტურებელი დოკუმენტაცია თან უნდა ერთვოდეს პროექტს.

პროექტში წარმოდგენილი ბიუჯეტი უნდა ასახავდეს დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების მხოლოდ პირდაპირ ხარჯებს. კონკურსის ფარგლებში არ დაიფარება შემდეგი ტიპის ხარჯები:

ორგანიზაციის მიმდინარე ხარჯები(ოფისი, კომუნალური გადასახადები და სხვა);
ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯები.

ორგანიზაციების შერჩევისას ყურადღება მიექცევა ამ მიმართულებით განხორციელებული პროექტების გამოცდილებას, განმახორციელებელი გუნდის კვალიფიკაციასა და განმცხადებლის ორგანიზაციულ შესაძლებლობებს.

ფონდიდან მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 6 000 აშშ დოლარს.

განმცხადებელმა პროექტი უნდა წარმოადგინოს „ფონდი ღია საზოგადოება- საქართველოს” გრანტის სტანდარტული განაცხადის ფორმის მიხედვით. გთხოვ, შეავსოთ ონლაინ აპლიკაციის ფორმა ა.წ 20 აპრილამდე.

ონლაინ აპლიკაციის გამოგზავნის შემდეგ, თქვენი მიიღეთ ელ.ფოსტით შეტყობინებას პროექტის რეგისტრაციის და უნიკალური ნომრის მინიჭების თაობაზე. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ არასრულად შევსებული განაცხადის ფორმა არ დარეგისტრირდება.

კონსულტაციები:

კონკურსში მონაწილეობის მსურველთათვის ჩატარდება კონსულტაციები: 26 მარტს და 16 აპრილს, 12:30 საათზე ფონდის ოფისში.

საკონტაქტო პირი: ნინო კიკნაძე – , საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის წარმომადგენელი