შინ ზრუნვა პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის

20 დეკ, 2016

პალიატიური მზრუნველობის საჭიროების მქონე ბავშვებისთვის შეიქმნა შინ ზრუნვის სამსახური, რომლის მიზანი უკურნებელი დაავადების მქონე ბავშვების ფიზიკური მოვლა და ფსიქოლოგიური მხარდაჭერაა. მომსახურება უფასოა 18 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის. შინ ზრუნვის სამსახური ფონდი ‘ღია საზოგადოება-საქართველოს’ მხარდაჭერით მუშაობს.