შშმ პირებისთვის დღის ცენტრის მშენებლობა პანკისის ხეობაში

4 დეკ, 2017

პანკისის ხეობა ერთერთი უნიკალური ადგილია, რომელიც კომპაქტურადაა დასახლებული ეთნიკური ქისტებით.

ამ ხეობაში მცხოვრები პირები მოკლებულნი არიან საზოგადოებაში ჩართულობის პროცესს.

2015 წელს, ადგილობრივმა თვითმართველბამ, ორგანიზაცია “მედინა 2015”-ს გადასცა მიწის ნაკვეთი და 50 კვ.მ ფართი, სადაც ამჟამად ფუნქციონირებს დღის ცენტრი.

საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის და ფონდი “ღია საზოგადოება-საქართველოს” მხარდაჭერით ადეკვატური სტანდარტების შესაბამისი დღის ცენტრის მშენებლობა დაიწყო, რომელიც მომავალში 20 შშმ პირს მოემსახურება.

აღნიშნული დღის ცენტრის ფუნქციონირება ხელს შეუწყობს ინტეგრაციას და ამ ადამიანებში არსებული პოტენციალის გამოვლენას.

დღის ცენტრის მშენებლობა 2018 წლის გაზაფხულზე დასრულდება.