სტატუსმეტრი 2.0 - როგორ მიდის საქართველო ევროკომისიის 12 პირობის შესრულებისკენ

20 აპრ, 2023

საზოგადოებრივი ორგანიზაციები ევროკომისიის მიერ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად განსაზღვრული 12 პირობის შესრულებაზე დაკვირვებას აგრძელებენ. „ღია საზოგადოების ფონდის“ ლიდერობით, 8 ორგანიზაციამ მოამზადა შეფასების დოკუმენტი – სტატუსმეტრი, რომელიც საქართველოს ხელისუფლების მიერ 2023 წლის 31 მარტამდე პერიოდში ამ მიმართულებით მიღწეულ პროგრესს, არსებულ მდგომარეობასა და სამომავლოდ განსაზღვრულ ნაბიჯებს ასახავს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების შეფასებით, მოცემულ ეტაპზე სრულად არის შესრულებული ერთი პირობა, დიდწილად შესრულებულია ორი პირობა, ნაწილობრივ შესრულებულია ოთხი პირობა და შესასრულებელია ევროკავშირის ხუთი პირობა.

სტატუსმეტრი ევროკავშირის ინსტიტუტების, წევრი ქვეყნების, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების მოლოდინებს აერთიანებს. თითოეული პირობის  ირგვლივ ამჟამად არსებული მდგომარეობის აღწერასთან ერთად, დოკუმენტი დარჩენილი გამოწვევებისა და პრობლემების ჩამონათვალსაც გვთავაზობს.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგნელები აგრძელებენ ხელისუფლების მიერ 12 პირობის შესრულების პროგრესის შეფასებასა და ამ შეფასებების საქართველოს მოქალაქეებისთვის გაზიარებას, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ ქართველი ხალხის შეუცვლელი არჩევანია.

 

სტატუსმეტრში თავმოყრილია შემდეგი ორგანიზაციების შეფასებები:

  1. ღია საზოგადოების ფონდი
  2. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი
  3. სასამართლოს გუშაგი
  4. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა
  5. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდი
  6. მმართველობის მონიტორინგის ცენტრი
  7. საქართველოს რეფორმების ასოციაცია
  8. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
  9. საფარი

 

მედია ამ თემაზე: