სწორი მკურნალობის შემთხვევაში, ლიმფედემა დაძლევადია!

13 დეკ, 2022

ღია საზოგადოების ფონდის ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში მომზადდა საგანმანათლებლო-საინფორმაციო ვიდეო რგოლი ლიმფედემის მიმდინარეობისა და პაციენტის მიერ მისი მართვის გზების შესახებ.

ლიმფედემა ძირითადად ონკოლოგიური დაავადებების და მათი მკურნალობის გართულებაა. პაციენტებმა სამწუხაროდ არ იციან, რომ რადიკალური ოპერაციის და დასხივების შემდეგ ისინი ლიმფედემის განვითარების რისკ ჯგუფში ხვდებიან.