ტრენინგი ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების წარმომადგენლებისათვის

10 მაი, 2018

7 მაისიდან პროექტის “ეთნიკური უმცირესობების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და სამოქალაქო აქტივისტების შესაძლებლობების გაძლიერება” ფარგლებში დაგეგმილი კომუნიკაციის ტრენინგი მიმდინარეობს.

22 სამოქალაქო აქტივისტი თბილისიდან და საქართველოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებული რეგიონებიდან ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან, მედიასთან, ადგილობრივ თემთან, დონორ ორგანიზაციებთან და სხვა მხარეებთან ეფექტური კომუნიკაციის ტრენინგს გაივლის. ტრენინგს უძღვებიან ტრენერები “პარტნიორები-საქართველოდან”.

ტრენინგის ორგანიზებულია პროექტის მეორე ეტაპის ფარგლებში. 2017 წელს ინიცირებული პროექტის მიზანია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელი და ეთნიკურ უმცირესობათა პრობლემატიკაზე მომუშავე ახალგაზრდა ლიდერების შესაძლებლობების გაძლიერება, რათა მათ შეძლონ ადგილობრივ თემში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, გადაჭრის ეფექტური გზების მოძიება და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობა.

7-11 მაისს ბორჯომში მიმდინარე ტრენინგი შესაძლებლობას მისცემს მონაწილეებბს განავითარონ უნარ-ჩვევები, რაც მათ დაეხმარებათ სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან  მიზანზე ორიენტირებული და კონკრეტულ საჭიროებებზე მორგებული კომუნიკაციის წარმოებაში.

ოთხდღიანი ტრენინგის განმავლობაში მონაწილეები გაეცნობიან ისეთ საკითხებს, როგორიცაა საზოგადოებასთან ურთიერთობის თანამედროვე მეთოდები, მოლაპარაკების სხვადასხვა სტრატეგიები, სოციალური მედიიის გამოყენება, ეფექტური საჯარო და სატელევიზიო გამოსვლები, დამარწმუნებელი კომუნიკაცია და არგუმენტირება,  მოლაპარაკების გზით მიზნის მიღწევა, ბრიფინგი და პრესკონფერენცია, პრესრელიზის მომზადება და ა.შ. ტრენინგი 11 მაისამდე გაგრძელდება.

პროექტი ეროვნული ინტეგრაციის პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.