უფასო სამართლებრივი კონსულტაცია შრომის უფლებადარღვეული მოქალაქეებისთვის

18 მარ, 2020

ჩვენთვის ცნობილია, რომ არაერთმა დასაქმებულმა დაკარგა სამსახური ან სხვაგვარად დაერღვა შრომის უფლება. ზოგიერთ შემთხვევაში, დამსაქმებელმა თანამშრომლები იძულებით და არაანაზღაურებად შვებულებაში გაუშვა. არსებობს ისეთი შემთხვევებიც, როდესაც დასაქმებულების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლისა და დასაბუთების გარეშე დაუკავეს ხელფასი ან მისი ნაწილი ან თვითიზოლაციის წესის დარღვევას და სამსახურში გამოცხადებას აიძულებდნენ. ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია შრომის უფლების შესაძლო დარღვევებისა.

ღია საზოგადოების ფონდი მოგიწოდებთ, მიმართოთ ჩვენს პარტნიორ ორგანიზაციებს – ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასა, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრს და პროფესიულ გაერთიანება სოლიდარობის ქსელს – უფასო სამართლებრივი კონსულტაციის მისაღებად. შესაძლებლობის ფარგლებში, იურისტები მოგაწვდიან ინფორმაციას თქვენი უფლებებისა და სამართლებრივი გამოსავლების შესახებ. საჭიროების შემთხვევაში, დაგეხმარებიან, მოამზადოთ სარჩელი ან სხვა იურიდიული დოკუმენტაცია.

საკონტაქტო ინფორმაცია:

სოლიდარობის ქსელი – მშრომელთა ცენტრი – ; 591986787

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი –  599 65 66 11

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია –