უკრაინელი მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფისთვის შექმნილი ფონდის შედეგები

20 სექ, 2022

300-მდე შემომწირველი,  300-ზე მეტი დაბინავებული უკრაინელი სტუმარი.

4 აგვისტოს საცხოვრებლის გარეშე დარჩენილი უკრაინელი მეგობრების დასახმარებლად ხელოვანები, სამოქალაქო აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები გაერთიანდნენ. უკრაინის მოქალაქეების საცხოვრებლით უზრუნველყოფის კამპანია ღია საზოგადოების ფონდის 150 ათასი ლარის ოდენობის შემოწირულობით გაიხსნა.

წამოწყებიდან ერთი თვის მანძილზე, 300-მდე მოქალაქის შემოწირულობების შედეგად, აღნიშნული თანხა 260 ათას ლარამდე გაიზარდა.

საცხოვრისის საჭიროების მქონე უკრაინის მოქალაქეებისს აღრიცხვა, საგანგებოდ შემუშავებული განაცხადის მეშვეობით მიმდინარეობდა. ამის პარალელურად, საქართველოს მოქალაქეებს  ჰქონდათ შესაძლებლობა, უსასყიდლოდ, ან სიმბოლურ ფასად დაეთმოთ საცხოვრებელი უკრაინელი სტუმრებისთვის.

ქართველი ხალხის დახმარების შედეგად, აგვისტოს თვეში დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფილ იქნა უკრაინის 155 მოქალაქე. თბილისში, ოდესის ქუჩაზე უკრაინის 65 მოქალაქეს კერძო პირმა უფასოდ დაუთმო სასტუმროს ტიპის სახლი.

უკრაინის მოქალაქეთა უზრუნველყოფის ფონდში 80 ათას ლარამდეა დარჩენილი, რაც, წლის ბოლომდე უზრუნველყოფს ბინის ქირას 150-მდე უკრაინელი სტუმრისთვის.