ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა: გამოწვევები და შესაძლებლობები

9 მარ, 2021

დღეს ქალაქების მართვისას საზოგადოების ჩართულობა დემოკრატიული მმართველობის თანმდევ პროცესად მიიჩნევა. ფართოდ არის აღიარებული, რომ ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მდგრადი, სამართლიანი და თანასწორი ქალაქების ფორმირებას უწყობს ხელს. საქართველოს ქალაქების გამოცდილებაზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ურბანული მართვისა და განვითარების პროცესი ხშირად მოქალაქეებისგან გამიჯნულად მიმდინარეობს.

 

„ურბანული კვლევების ცენტრი (URC)“ გიწვევთ კვლევითი დოკუმენტის „ურბანულ პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობის პრაქტიკა თბილისის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების მაგალითზე“ პრეზენტაციასა და დისკუსიაზე. კვლევითი დოკუმენტის საფუძველზე, მიმოვიხილავთ თბილისში მოქალაქეთა მონაწილეობის ერთ-ერთი ინსტიტუციური მექანიზმის – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების ფუნქციონირებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს, საერთაშორისო პრაქტიკას და შესაძლებლობებს. ასევე, ვიმსჯელებთ ურბანულ გადაწყვეტილებებში მოქალაქეთა თანამონაწილეობის იმ გამოცდილებაზე, რომელიც ბათუმსა და ოზურგეთში წლების მანძილზე დაგროვდა.

ონლაინ დისკუსია გაიმართება ?? მარტს, ??:?? საათზე.

 

მომხსენებლები:

ნათია კეკენაძე – კვლევის ავტორი, თსუ-ს ურბანისტიკის სადოქტორო პროგრამის დოქტორანტი

ნათია აფხაზავა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) ბათუმის ფილიალის წარმომადგენელი

გრიგოლ მახარაძე – გურიის სამოქალაქო ცენტრი, პროექტის მენეჯერი

მოდერატორი: ნანო ზაზანაშვილი, ურბანული კვლევების ცენტრი (URC), პროექტების ხელმძღვანელი

 

ღონისძიება გაიმართება ონლაინ პლატფორმა ZOOM-ის საშუალებით.

ღონისძიებაზე დასწრების მსურველებმა გთხოვთ წინასწარ გაიაროთ რეგისტრაცია მითითებულ ბმულზე: https://zoom.us/…/tJIvcu2sqDsoHd2rCqy9NInPiPW2AsoGoDwT

რეგისტრაციის შემდეგ, მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე, მიიღებთ ღონისძიების ბმულს.

პროექტი: „ურბანული განვითარების მართვის მუნიციპალური სისტემა: საერთაშორისო და ადგილობრივი გამოცდილება“ ხორციელდება „ურბანული კვლევების ცენტრის (URC)“ მიერ „ღია საზოგადოების ფონდის“ მხარდაჭერით.