უსახლკარობის და სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკა

17 დეკ, 2019

საცხოვრისიდან გამოსახლება საქართველოში არაერთი ოჯახის პრობლემაა. ჯანმრთელობის დაცვის სათანადო სისტემის არარსებობის თუ სხვა იძულებითი გარემოების შედეგად აღებულ სესხებს ადამიანები, ხშირად, ერთადერთი საცხოვრისით უზრუნველყოფენ და უსახლკარობის რისკის წინაშე დგებიან. ამის მიუხედავად, საცხოვრისიდან გამოსახლება არ შეიძლება გახდეს ადამიანის უსახლკარობის მიზეზი, თუ სახელმწიფოს სოციალური სისტემა ადამიანზეა ორიენტირებული, გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს ითვალისწინებს და სათანადო სერვისებს სთავაზობს მოქალაქეებს.

ღია საზოგადოების ფონდის მიერ დღეს წარმოდგენილი ორი კვლევიდან ერთი სახელმწიფოს მხრიდან ადამიანების კეთილდღეობაზე ზრუნვას და მათი უსახლკარობის თავიდან აცილების სერვისების  ეხება, მეორე კი გამოსახლების საერთაშორისო სტანდარტებს და იმ მექანიზმებს აღწერს, რომელიც გამოსახლებულ მოქალაქეებს ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს სთავაზობს. კვლევები პოლიტიკური ცნობარის სახეს ატარებს და ფონდის პუბლიკაციების სერიის „საცხოვრისის პოლიტიკა საქართველოში“ ფარგლებში ქვეყნდება.  პოლიტიკური ცნობარის სამიზნე გადაწყვეტილების მიმღები პირები არიან, რომელთა პასუხისმგებლობაა სოციალური პოლიტიკის დაგეგმვაა.

საქართველოში უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის საკითხი წლების მანძილზე სახელმწიფოს მხრიდან არაღიარებულ პრობლემას წარმოადგენდა. 2017 წელს, ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით უსახლკარობის მიზეზებისა და საბინაო პოლიტიკის შესახებ პირველი კვლევები ჩატარდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ სახელმწიფოს საკითხის შესახებ მუშაობა დაეწყო. მიმდინარე წლის მაისში ღია საზოგადოების ფონდის ორგანიზებით კონფერენცია ჩატარდა, რომლითაც სამოქალაქო სექტორსა და ხელისუფლებას შორის ამ თემაზე დისკუსია გააქტიურდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2018 წლიდან ღია მმართველობის სამოქმედო გეგმით საქართველოს მთავრობას აღებული აქვს ვალდებულება, რომ შეიმუშავოს ეროვნული საბინაო პოლიტიკა. 2019-2020 წლებში უსახლკარობის სტრატეგიის  და სამოქმედო გეგმის შემუშავება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაევალა.

დოკუმენტური ფილმი “უსახლკაროდ”

მედია ამ თემაზე: