ვაკანსია პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე

21 იან, 2019

ღია საზოგადოების ფონდი აცხადებს ვაკანსიას პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე.

ადამიანის უფლებების პროგრამის პროექტის კოორდინატორი წარუძღვება ადამიანის უფლებების პროგრამის შიდა პროექტის „სისხლის სამართლის საკითხებზე მომუშავე ჯგუფის მხარდაჭერა“ საქმიანობას და განახორციელებს პროექტის ფარგლებში არსებული აქტივობების მონიტორინგს. ჯგუფის და პროგრამის მთავარ მიზანს წარმოადგენს კანონის უზენაესობასა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და არსებული ინსტიტუტების გაძლიერება. სისხლის სამართლის ჯგუფი მხარს უჭერს და ახორციელებს ინიციატივებს, რომელიც ეფუძნება სიღრმისეულ ექსპერტიზას, ადვოკატირების მრავალფეროვანი მექანიზმების გამოყენებასა და საკანონმდებლო ინიციატივების შემუშავებას სისხლის სამართლის კანონმდებლობის რეფორმის კუთხით.

განაცხადის წარმოდგენის ბოლოადა: 2019 წლის 1 თებერვალი, 18:00 საათი.

სამუშაო პირობები:
ხელშეკრულების ტიპი: მომსახურების ხელშეკრულება
სამუშაოს ხანგრძლივობა: 11 თვე (თებერვალი-დეკემბერი, 2019)

გამოსაცდელი ვადა: 2 თვე

სამუშაოს ანაზღაურება განისაზღვრება კვალიფიკაციის შესაბამისად – ინდივიდუალურად, კანდიდატის გამოცდილების, პროფესიული კომპეტენციისა და შესაბამისი უნარ-ჩვევების გათვალისწინებით.

ძირითადი მოვალეობები:

  • სისხლის სამართლის სფეროში მიმდინარე მოვლენებისა და ტენდენციების ანალიზი;
  • ჯგუფის სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობა;
  • ჯგუფის საქმიანობის მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა;
  • პროექტის ფარგლებში საქმიანობის დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი და შეფასება;
  • სისხლის სამართლის სფეროში მომუშავე საერთაშორისო დონორებთან და   არასამთავრობო ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია;
  • სახელმწიფოს სტრუქტურების წარმომადგენლებთან, საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ პირებთან თანამშრომლობა.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი იურიდიული განათლება პროფესიით მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება;
  • ადამიანის უფლებების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციაში ან საერთაშორისო დონორთან მუშაობის გამოცდილება;
  • პროექტის მართვის გამოცდილება;
  • ინგლისური ენის ცოდნა (მინიმუმ B2 დონე);
  • ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;

სასურველია:

  • მაგისტრის ხარისხი სამართალმცოდნეობაში, ან ადამიანის უფლებებში.

აუცილებელი უნარები:

  • შრომის დისციპლინა და სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვის უნარი;
  • ორგანიზებულობა;
  • გუნდური მუშაობის გამოცდილება;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ქართულ და ინგლისურ ენებზე გამართულად წერის უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება;
  • დროის მართვის უნარი.

განაცხადის შემოტანა:

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, უნდა წარმოადგინოთ  შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. რეზიუმე (СV) ქართულ ან ინგლისურ ენაზე (მაქსიმუმ 2 გვერდი (აქვე მიუთითეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია: საფოსტო მისამართი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონი);
  3. უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (დიპლომის) ასლი;
  4. ორი რეკომენდატორის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებსაც შეუძლიათ შეაფასონ კანდიდატის სამუშაო უნარ-ჩვევები და კომპეტენცია.

კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დოკუმენტები უნდა გამოაგზავნოს ელექტრონულ მისამართებზე: ; 2019 წლის 1 თებერვლის ჩათვლით; ელ-ფოსტის სათაურში მითითებული უნდა იყოს: პროექტის კოორდინატორის ვაკანსიისთვის” და აპლიკანტის სახელი და გვარი. 

განაცხადის სრულყოფილად წარმოდგენაზე პასუხისმგებელია აპლიკანტი. არასრულად წარმოდგენილი დოკუმენტები კონკურსისთვის არ განიხილება.

შერჩევის პროცედურა: კანდიდატები შეირჩევიან კონკურსის წესით, ტესტირებისა და გასაუბრების საფუძველზე.

კონკურსი ჩატარდება რამოდენიმე ეტაპად. პირველ ეტაპზე ფონდის საკონკურსო კომისიის მიერ განხილული იქნება განაცხადები. ფონდი დაუკავშირდება მხოლოდ იმ აპლიკანტებს, რომლებიც წარმატებით გაივლიან შერჩევის პირველ  ეტაპს. საბოლოო არჩევანი გაკეთდება საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრების შედეგების მიხედვით.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონულ მისამართებზე: ; ;  წერილის სათაურში მიუთითეთ: პროექტის კოორდინატორის ვაკანსია“, თქვენი სახელი და გვარი.

***
გაითვალისწინეთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემების ფონდისათვის „ღია საზოგადოება – საქართველო“ მიწოდებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, რომ ფონდი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით, კანდიდატის დასაქმების ან/და სამომავლო შერჩევის მიზნით განაცხადების შემოტანის დროს და მას შემდეგაც, დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა  ფონდის „ღია საზოგადოება – საქართველო“   მიერ ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.