გამარჯობა, მე ანანო ვარ!

26 ოქტ, 2018

2017 წელს, თბილისში, კავკასიაში პირველი ბავშვთა ჰოსპისი “ციცინათელების ქვეყანა” გაიხსნა. ბავშვთა ჰოსპისი ოჯახური ტიპის დაწესებულებაა, სადაც  პალიატიური მზრუნველობის მომსახურებას უწევენ ქრონიკული და უკურნებელი სენით დაავადებულ 0-18 წლის ბავშვებს.  მომსახურება უფასოა. 

ჰოსპისის ერთერთი ბენეფიციარი 14 წლის ანანოა.  მოკლე დოკუმენტურ ფილმში “მე ანანო ვარ” ის ბავშვთა ჰოსპისში ცხოვრების საკუთარი გამოცდილების შესახებ გვიყვება. 2018 წლის ოქტომბერში, იტალიაში, ქ. რომში პალიატიური  მზრუნველობის შესახებ გამართულ საერთაშორისო კონფერენციზე ფილმმა საუკეთესო მოკლე დოკუმენტური ფილმის ჯილდო მიიღო.