Covid-19 პრევენცია დახურული და ხანგრძლივი ზრუნვის დაწესებულებებში

5 მაი, 2020

ნებისმიერი ინფექციის, მათ შორის Covid-19 გავრცელების მაღალი რისკის სივრცე დახურული და ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებია. ასეთი საცხოვრისები შეიძლება იყოს საოჯახო ტიპის, სადაც 5-7 ადამიანი იკრიბება და სათემო, სადაც ათეული ადამიანია თავმოყრილი.

ღია საზოგადოების ფონდის მხარდაჭერით ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და ინტელექტუალური შეზღუდვის მქონე პირთა ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებებში ინფექციის გავრცელების პრევენციის გეგმაზე მუშაობა თებერვლის დასაწყისში დაიწყო. ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად შემუშავდა დოკუმენტი, რომელიც ამ დაწესებულებებში დაავადების კონტროლს გულისხმობს.

პირდაპირი ეთერში ასეთი დაწესებულებების საჭიროებების შესახებ საუბრობენ. ჩართვას უძღვება ფონდის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პროგრამის ხელმძღვანელი ირმა ხაბაზი. მონაწილეობენ: იზა ლალიაშვილი- ხელი ხელს მაია ქაჯაია- ჯანმრთელობის კვლევის კავშირი Health Research Union მაია შიშნიაშვილი- კოალიცია მოძრაობა ცვლილებებისთვის