შრომის უფლებების დარღვევები კოვიდ-19 დროს

28 აპრ, 2020

საქართველოში, პანდემიის გამო ასიათასობით ადამიანმა დაკარგა სამსახური და შემოსავლის წყარო. ბევრ ადამიანს არაანაზღაურებად შვებულებაში მოუწია გასვლა.

ღია საზოგადოების ფონდის დაფინანსებით, შრომის უფლებადარღვეულ მოქალაქეებს უფასო იურიდიულ კონსულტაციებს სთავაზობს სამი ორგანიზაცია: საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაEmc • ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი და სოლიდარობის ქსელი / Solidarity Network . ბოლო ერთი თვის მანძილზე ამ ორგანიზაციებმა 500-ზე მეტი კონსულტაცია გასწიეს და მომავალში სასამართლო გზით დავასაც გეგმავენ.

ორგანიზაციის წარმომადგენლები საუბრობენ შრომის უფლებების დარღვევის ტენდენციების, კონკრეტული შემთხვევების, მოქალაქეთა მომართვიანობის და პერსპექტივების შესახებ.