უსახლკარობა-საერთო საზრუნავი

24 თებ, 2020

გრაფიკა: დავით კუხალაშვილი

საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი წარმოგიდგენთ ბლოგპოსტების სერიას, რომელშიც სხვადასხვა პროფესიისა და შემოსავლის მქონე ადამიანი საცხოვრებლის პრობლემის შესახებ მოგითხრობთ.

უსახლკარობა, მისი მრავალფეროვანი მიზეზებისა და ფორმების გათვალისწინებით,  საზოგადოების სხვადასხვა ნაწილს სხვადასხვაგვარად ეხება. ის თითქმის გადაულახავი პრობლემაა სოციალურად დაუცველი ადამიანებისა და ოჯახებისთვის. თუმცა ჯანდაცვაზე ხელმიუწვდომლობის, დასაქმების არასტაბილურობისა თუ ფინანსური ბაზრის მოულოდნელი რყევების გამო, ერთადერთი საცხოვრებლის დაკარგვის რისკის ქვეშ საშუალო შემოსავლის ოჯახებიც დგანან ან შეიძლება, დადგნენ. საცხოვრებლის პრობლემა აქვთ ოჯახში ძალადობის მსხვერპლებს, ეკო-მიგრანტებს, შეზღუდულ ი შესაძლებლობის მქონე და იძულებით გადაადგილებულ პირებს.

უსახლკარობის საკითხი გადააზრებას მოითხოვს – ის არ არის ინდივიდუალური პრობლემა. ჩვენ გვჯერა, რომ საცხოვრებლის საკითხის მოწესრიგება შესაძლებელია მხოლოდ ქმედითი სახელმწიფო პოლიტიკით; საქართველოს მთავრობას კი არ გააჩნია უსახლკარობასთან ბრძოლის საერთო ხედვა და მის წინააღმდეგ ბრძოლის გეგმა.