წამებისა და არაადამიანური მოპყრობის გავრცელება საქართველოს ციხეებში 2003-2012 წლებში

7 ნოე, 2014

2014 წლის 4 ნოემბერს ფონდმა ‘ღია საზოგადოება-საქართველომ’ და ციხეების კვლევის საერთაშორისო ცენტრმა გამოაქვეყნეს ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც შეისწავლა წამების და არაადამიანური მოპყრობის გავრცელება და მიზნები საქართველოს ციხეებში 2003-2012 წლებში. კვლევის პროცესში ჩართულნი იყვნენ საერთაშორისო ექსპერტები, ადგილობრივი ორგანიზაციები, რომლებიც კვლევის სხვადასხვა კომპონენტს მართავდნენ. პრეზენტაციის მონაწილეებ შეფასებით ‘მოცემული კვლევა არის საეტაპო დოკუმენტი, რომელიც მომავალში ციხეებში წამების პრევენციისთვის ამჟამად არსებულ დოკუმენტთაგან ყველაზე მნიშვნელოვანია.’

კვლევის დოკუმენტის ‘საქართველოს პენიტენციურ სისტემაში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკის კვლევა’, შინაარსი შემდეგია:  რესპონდენტთა მონათხრობი წამებისა და არაადამიანური მოპყრობის საკუთარი გამოცდილების შესახებ, პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის პრაქტიკა ციხეებში- სტატისტიკა, წამების მიზნები, შედეგები, წამების ფიზიკური და ფსიქოლოგიური მეთოდები, ფაქტების ინტენსივობა, ფოტოვიდეო დოკუმენტირების მოტივაცია, სამედიცინო დახმარება, პატიმრების ურთიერთობა უფლებადამცველებთან და საჯაროობა, პენიტენციურ სისტემაში ამჟამად არსებული მდგომარეობის შეფასება პატიმართა წამებისა და არაადამიანური მოპყრობის თვალსაზრისით.

კვლევის ანგარიშთან ერთად გამოქვეყნდა პატიმართა ზეპირი ისტორიების კრებული.

ნახეთ ანგარიშის სრული ვერსია

ნახეთ ზეპირი ისტორიების სრული ვერსია.

ტვ იმედი, სიუჟეტი ‘ქრონიკის’ მთავარ გამოშვებაში

ტვ იმედი, 11 საათიანი ქრონიკა, ფონდის დირექტორის პირდაპირი ჩართვა

ამავე თემაზე, სხვა სატელევიზიო სიუჟეტები და სტატიები.