წინასაარჩევნო გარემო და ფარული მიყურადების პრაქტიკა

30 ოქტ, 2020

წინასაარჩევნოდ მედიას მძიმე გარემოში მოუწია მუშაობა. ყოველდღიური ზეწოლის პარალელურად გაჩნდა ვარაუდი, რომ ხელისუფლება კვლავ აგრძელებს ფარულ მიყურადებას. ღია საზოგადოების ფონდი ირაკლი კობახიძის მიერ 29 ოქტომბერს ტვ პირველის ჟურნალისტის ნატო გოგელიასა და ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელს შორის საუბრის შინაარსზე კომენტარს გამოეხმაურა და ხელისუფლების მხრიდან მედიის დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

“მე არ მიკვირს ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულება კრიტიკული მედიისადმი. იგივე ხდება არასამთავრობო ორგანიზაციებისადმი. ალბათ კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნოთ, რომ მაშინ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის დღევანდელი წარმომადგენელი აფინანსებდა ნაციონალურ მოძრაობას ან მის აქტივისტად მუშაობდა, ჩვენ მაშინვე ვიყავით კრიტიკულები. ჩვენც და არასამთავრობო სექტორი და მედიაც. დღეს გაგვახსენდა, რომ ნატო გოგელია სწორედ ერთერთი იმათგანია, ვინც 2011 წლის 26 მაისის დარბევის დროს დაზარალდა.

ის, რომ პოლიტიკური ლიდერები ასე ცუდად ეპყრობიან მედიას შემაშფოთებელია. ფაქტიურად ისინი წაახალისებენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს, სამართალდამცავებს, რომ კიდევ უფრო უარესად მოეპყრონ. მითუუფრო, როდესაც არ ხდება გამოძიება შემდეგ დანაშაულისა მედიის მიმართ და ეს გრძელდება. ეს არის სამწუხარო, რომ ქართველი ხალხი ხელისუფლებას პერიოდულად ვცვლით, მაგრამ ხელისუფლების ქცევა, ბოლომდე ვერ შევცვალეთ.”- ქეთი ხუციშვილი, ღია საზოგადოების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი